გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ტრანსპორტის ასფალტის მეორე ფენა იგება.
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან და კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე).
„პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია ტროტუარების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დამონტაჟდა ახალი გარეგანათების სისტემა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.