აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო სკოლის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ძველი სკოლის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

„ბათუმში საფუძველი ჩაეყარა 1000 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სკოლის მშენებლობას. განხორციელდა არსებული N16 ავარიული სკოლის დემონტაჟი და ძალიან სწრაფად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. სამწუხარო ფაქტია, რომ ბათუმში წლების განმავლობაში არ შენდებოდა სკოლები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში შევძლოთ მემკვიდრეობით დატოვებული ამ დიდი გამოწვევის დაძლევა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.

სკოლის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, მე-16 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო