ილია დარჩიაშვილი - კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი და პრემიერისგანაც გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით

კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი და ჩვენგანაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ისლანდიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი მრგვალი მაგიდის ფორმატის განხილვაში, სადაც მისივე თქმით, მთავრობის მეთაურს ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზსა და გადადგმულ ნაბიჯებზე.

„დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რეიკიავიკში. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, მიიღო მონაწილეობა ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს სამიტში, რიგით მე-4 სამიტში. როგორც ცნობილია, ეს სამიტი ინტენსიურობით არ გამოირჩევა და დღეს სწორედ ამ არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ გარემოში, ამ სამიტის გამართვას აქვს თავისი დიდი დატვირთვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვენცია, რა თქმა უნდა, სადაც ისაუბრა ყველა იმ პრინციპზე და ყველა იმ დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებზეც დგას ეს ორგანიზაცია და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა რეფორმების განხორციელების და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი მრგვალი მაგიდის ფორმატის განხილვაში. საკითხი ეხებოდა, თუ როგორ გავაძლიეროთ დემოკრატიული მედეგობა გამოწვევებით სავსე მსოფლიოში. აქაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენს დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა სხვადასხვა ფორმატებში იმ საკანონმდებლო პროცესებზე, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა, 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით საქართველო მყარად, თანმიმდევრულად ახორციელებს ამ რეფორმებს. ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით და ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს განწყობა პრემიერ-მინისტრის შეხვედრებიდან ლიდერებთან ძალიან პოზიტიურია. ვისაუბრეთ, ზოგადად, გამოწვევებზე ჩვენს რეგიონში, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე. ეს კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი და ჩვენგანაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო