19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

დავით გაბაიძე - ფრიდონ ხალვაში თავისი ცხოვრებით, პოეზიით უდავოდ იმსახურებდა იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ახლა უკვე თაობებს გადაეცემა

ფრიდონ ხალვაში თავისი ცხოვრებით, პოეზიით უდავოდ იმსახურებდა იმ დიდ სიყვარულს, რომელიც ახლა უკვე თაობებს გადაეცემა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ სახელოვანი პოეტის - ფრიდონ ხალვაშის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პოეტის ბიუსტი, რომლის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა, ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლის მოპირდაპირედ განთავსდა.

ბიუსტის გახსნის ღონისძიება, სიმბოლურად, პოეტის დაბადების დღეზე - „ფრიდონობაზე“ გაიმართა და მას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოების წარმომადგენლები და პოეტის ახლობლები ესწრებოდნენ.

ფრიდონ ხალვაშს დღეს 98 წელი შეუსრულდებოდა. გამორჩეული ხელწერის პოეტი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის, სხვა არაერთი პრემიის ლაურეატი და 50-მდე წიგნის ავტორი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა