ილია დარჩიაშვილი - პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმ დინამიკასა და პროგრესზე, რაც გამოგვარჩევს რეფორმების გზაზე

ჩვენ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ დინამიკასა და პროგრესზე, რაც ჩვენ გამოგვარჩევს ამ რეფორმების გზაზე. ეს ძალიან საინტერესოა ლიდერებისთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრი მათ უზიარებს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც არ დგას ასე ვთქვათ შეგრძნებებსა და წარმოდგენებზე, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვესმის ხოლმე ევროპელი პოლიტიკოსებისგან, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც გადაიდგა, კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტულ მიღწევებზე ჩვენი ქვეყნის და ეს არის, რა თქმა უნდა, დამაჯერებელი, საინტერესო და მისაღები ევროპელი ლიდერებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა რეიკიავიკში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა იმ საქმისა, რასაც საქართველო აკეთებს, ქვეყანას აქვს დიდი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისინი დიდი ყურადღებით უსმენენ პრემიერ-მინისტრს და ესეც ქმნის დადებით აურასა და განწყობებს, რომ მათი მხარდაჭერა, მათი პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებაში იყოს პოზიტიური და დღევანდელი, არსებული გარემო, ის განწყობები, რომელზეც ვსაუბრობ, გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, გარდა საქმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გვაქვს დიდი ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი, რაც აუცილებელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა