შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ხელისუფლება სრულად იცავს იმ საერთაშორისო სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული.

მისი თქმით, პირდაპირი ფრენები და სავიზო რეჟიმი რუსეთის მხრიდან იყო დაბლოკილი, რომელმაც ახლა თავად განბლოკა ეს საკითხი.

„საქართველოს ხელისუფლება სრულად იცავს იმ საერთაშორისო სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული და ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ მოხდეს სანქციებისთვის. მეორე, საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებას, რომ დასავლური თანამეგობრობა მთლიანად დისტანცირდა რუსეთისგან და ახლა რუსეთთან ურთიერთქმედების გაზრდის დრო არ არის.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ასეთი ბუნდოვანი განცხადებების ნაცვლად მკაფიოდ ითქვას, რომ არანაირი სანქცია არ ირღვევა.

„სამწუხაროა ის ბუნდოვანება, რომელიც ასეთ განცხადებებში ჩანს. ერთი რამ აშკარაა, აქამდე არავის უთქვამს, რომ რომელიმე სანქცია დაირღვა, ეს არის ფაქტი. რაც შეეხება სხვა შეფასებებს და სხვა პერსპექტივიდან საკითხის განხილვას, ამას საქართველოს ხელისუფლება წყვეტს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების მხრიდან აღჭურვილია მანდატით, იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს.

რაც შეეხება საერთაშორისო დონის ვალდებულებებს, სანქციების შესრულებას ჩვენ უზრუნველვყოთ, ამასთან დაკავშირებით, არცერთი პრეტენზია არ გვსმენია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ასეთი ბუნდოვანი განცხადებების ნაცვლად მკაფიოდ ითქვას, რომ არანაირი სანქცია არ ირღვევა, რაც შეეხება სხვა საკითხებს საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე წყვეტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო