პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ქვეყნებს შორის ინტენსიური კავშირების მნიშვნელობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სამომავლო სტრატეგიის საკითხებში ჯანგ სუნგ მინის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, ვილნიუსის ნატოს სამიტსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინტენსიური კავშირების მნიშვნელობაზე და კორეის რესპუბლიკის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ინოვაციების, მაღალი ტექნოლოგიების და კულტურის მიმრთულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა