ირაკლი ქარსელაძე - ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დავასრულეთ

„ქუთაისის ოლიმპიურ აუზის მშენებლობა დასრულდა და თანაც, ძალიან მალე. ტესტირებების დასრულების შემდეგ, გვექნება ღირსეული სივრცე, სადაც ბავშვები, მოზარდები, პროფესიონალი სპორტსმენები და ზოგადად, სპორტის მოყვარულები შეძლებენ თანამედროვე სტანდარტის პირობებში ვარჯიშს, როგორც აუზებზე, ისე ფიტნეს დარბაზში“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქუთაისში, ახალი ოლიმპიური აუზის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა.

მინისტრის თქმით, თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრია. აუზის კომპლექსში მოეწყო 600-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, მცირე საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები სპორტსმენებისა და მსაჯებისათვის, სივრცეები კვებისა და სპორტული ინვენტარის მაღაზიებისათვის. ოლიმპიური აუზის შენობა აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო ქსელებით, საფილტრაციო, სატუმბი სადგურებით, გათბობის, გაგრილების და სახანძრო სისტემებით. გარე ტერიტორიაზე კი, მოეწყო პარკინგი და გარე კაფე.

„აუზი განკუთვნილია, როგორც ცურვისთვის, ისე წყალბურთის და სინქრონული ცურვის ღონისძიებებისთვის. აბსოლიტურად ყველა აღჭურვილობა უკვე მოწოდებულია და ამჟამად მიმდინარეობს მონტაჟი და ტესტირება, რომელიც ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი აუზი ადგილობრივ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს მოემსახურება.

მათი ინფორმაციით, აუზის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა 2021 წლის აპრილში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 13.6 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა