ეკა გიგაური - ხელისუფლების მიზანია, სასამართლოში ძლიერი „კლანი“ შეინარჩუნოს - პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც არის, ისინი სამოქმედო გეგმაზე უნდა შეთანხმდნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია, სასამართლოში ძლიერი „კლანი“ შეინარჩუნოს.

გიგაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსიის შევსებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავარი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ხელისუფლების მიზანია, რომ სასამართლოში იყოს ძლიერი „კლანი“. ისინი ამ მიზნისთვის ყველაფერზე მიდიან, მათ შორის რამდენიმე ხნის წინ დაასანქცირეს ჩვენი რამდენიმე მოსამართლე და იმაზეც არ საუბრობენ, რომ ეს მოსამართლეები საერთოდ მოაცილონ სასამართლოს ხელისუფლებას. ამიტომ, ეს არის მათი მიზანი. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ და დღეს აკეთებენ, მიმართულია იმისკენ, რომ სასამართლოში გვქონდეს კორუფცია, სასამართლოში მთავარი მოსამართლეები იყვნენ მურუსიძე და ჩინჩალაძე და სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში, მმართველ პარტიას მიემხრო, ცხადია, ეს ძალიან ცუდია. მათ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ალბათ, ოპოზიცია უნდა დალაგდეს და მოკლევადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, რადგან მათზეც არის კონკრეტული პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 -ზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში