შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის პირველად გამართვა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა დააფიქსირა რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მხრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებისა და დიალოგის ხელშეწყობის მზაობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობას.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა