კომპანია „რუსთავის წყლის“ ინფორმაციით, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის აუცილებელ სამუშოებს ჩაატარებენ

19 მაისს, კომპანია „რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში მთავარ მაგისტრალურ მილზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია „რუსთავის წყლის” მიერ ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელებზე ჩატარებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად დადგინდა ქსელზე დაზიანებული მონაკვეთები და შემუშავდა ოპერატიული სამოქმედო გეგმა.

„აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები ხვალ, 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება, კომპანიის 6 ტექნიკური ჯგუფი მაგისტრალური ქსელის 13 მონაკვეთზე, 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში პარალელურად იმუშვებს. მაგისტრალური ქსელზე არსებული დაზიანებების აღდგენის შედეგად გაუმჯობესდება წყლის ნაკადების მართვა და შემცირდება დანაკარგების რაოდენობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 მაისს 14:00 საათიდან 20 მაისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს. კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს