კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ომის ვეტერანთა დეპარტამენტის მიწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ პირველი შეხვედრა აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, რიჩარდ როდრიგესთან გამართა.

„შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. მან, ასევე, ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა მნიშვნელოვანია. სამსახურის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნის წინაშე მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

თავის მხრივ, რიჩარდ როდრიგესმა, მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რა მიმართულებითაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ქართველ ვეტერანებს შეუძლიათ დაეხმარონ. მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გზებსა და სხვადასხვა ერთობლივი სოციალური პროგრამების განხორციელებაზე, რაც ხელს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს.

კობა კობალაძემ გულითადი მადლობა მასპინძლებს მიღებისა და თანადგომისთვის გადაუხადა.

რიჩარდ როდრიგესი არის ვეტერანი, რომელსაც აქვს 30 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აშშ-ს მთავრობაში, კორპორატიულ სექტორში და 21 წლიანი გამოცდილება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, შრომისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი, კეტლინ რიუ და შრომის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში