„გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი 4 წლის ბავშვზე - შეთავაზებული იყო მკურნალობის სქემა და სტაციონარში მოთავსება, რაზეც პაციენტის მშობლებმა უარი განაცხადეს და თვითნებურად დატოვეს კლინიკა

პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვთან დაკავშირებით განაცხადა.

ლია ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა.

,,პირველ რიგში, მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო მომხდარის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ პაციენტი კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში შემოყვანილ იქნა 17 მაისს, ღამის 3:50 საათზე, მორიგე ექიმის მიერ ვერიფიცირებულ იქნა ჩუტყვავილის დიაგნოზი, პაციენტისთვის შეთავაზებული იყო მკურნალობის-გამოკვლევის სქემა და ამისთვის საჭირო იყო მისი მოთავსება სტაციონარში, რაზეც პაციენტის მშობლებმა განაცხადეს უარი, თვითნებურად დატოვეს კლინიკა. აღნიშნულ თემაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს მოკვლევა და ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. მორიგე ექიმის გადმოცემით, მკურნალობაზე განაცხადეს უარი. კლინიკის თვითნებურად დატოვებაზე ხელი არ მოუწერიათ არაფერზე, თუმცა გვაქვს დამადასტურებელი ისტორია, ჩვენ შეგვიძლია ოქმის შედგენა. მეტს ვერაფერს გეტყვით - რაც პირველ ეტაპზე იყო მიზანშეწონილი, შეთავაზებული იყო, შესთავაზეს სტაციონარში დაწოლა, გამოკვლევები, მკურნალობა. შემდგომ რისი საჭიროება დადგებოდა, ეგ თანდათან გამოიკვეთებოდა. რაც შეეხება ამბულატორიულად მომართვას, ვერაფერს გეტყვით, როგორც აღვნიშნე, ამაზე შიდა მოკვლევაა დაწყებული, უახლოეს ხანში გვეცოდინება უფრო მეტი და გეტყვით“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

შეგახსენებთ, გორში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას გართულება გახდა.

ამასთანავე, 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა დაიწყო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა