სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუას ძმებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს დაგეგმილი ჰქონდა ბადრი ესებუას ძმების ბიძინა და ბიკენტი ესებუების გამოკითხვა, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

,,მოწმეების, ბიკენტი და ბიძინა ესებუების დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ობიექტურობა და სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მათ არ ისურვეს ჩვენების მიცემა", - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

დღეს სასამართლომ ასევე იმსჯელა ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვის საკითხზე. მოსამართლე ეკატერინე ბებიამ ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გააუქმა და განმარტა, რომ ის სხვა საქმეზე უკვე იხდის სასჯელს.

ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის თქმით, ,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე დასრულდება ძალიან მალე და მიიღებენ გამამტყუნებელ განაჩენს.

,,ფაქტობრივად აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ბევრს არაფერს არ შეცვლის და ხელს არ შეუშლის იმ მიზნების განხორციელებას რის გამოც მის მიმართ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. იმედს ვიტოვებ, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე, "საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე დასრულდება ძალიან მალე და ჩვენ მივიღებთ გამამტყუნებელ განაჩენს,“- განაცხადა მირანდა წერეთელმა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში