ჯანდაცვის მინისტრი - რომან გოცირიძის კითხვა „ლიპრიმარს“ ეხებოდა, თითქოს მედიკამენტი ბაზრიდან გაქრა - 50-ზე მეტ აფთიაქში არის უფრო გაიაფებული, ვიდრე თქვენ 3 თვის წინ ყიდულობდით

ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, მედიკამენტ “ლიპრიმარის“ ფასი 50-ზე მეტ აფთიაქშია გაიაფებული.

„ბატონი რომან გოცირიძის კითხვა „ლიპრიმარს“ ეხებოდა. თითქოს ეს მედიკამენტი ბაზრიდან გაქრა და ვეღარ ყიდულობთ. ძალიან მარტივია ბატონო რომან, როცა ასეთ თემაზე ვსაუბრობთ, ინფორმაციის გადამოწმებაც. ნებისმიერს შეგვიძლია ვთხოვოთ, ვისაც ინტერესი აქვს, გადაამოწმოს და მხოლოდ თბილისის მასშტაბით, აღნიშნული წამალი, 50-ზე მეტ აფთიაქში არის უფრო გაიაფებული, ვიდრე თქვენ ალბათ 3 თვის წინ ყიდულობდით.

აფთიაქის ქსელი არ არის, სადაც ამ წამალს არ ყიდდნენ. არ იყო რთული ამის გარკვევა და კითხვის დასმამდე შეგეძლოთ თქვენ თვითონ გენახათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს აზღვევს.

„მედიკამენტ “ლიპრიმარის“ ფასი, რეფერენტული ფასწარმოქმნის პირობებში არის ბაზარზე, ჩვენთან არსებულ ფასთან შედარებით 20-25%-ით უფრო მაღალი. ამით მინდა იმის დადასტურება, რომ არანაირი დეფიციტის საშიშროება, ამ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომ მწარმოებლებმა მისი შემოტანა ვერ შეძლონ არ არსებობს. ყველა რისკს, რაც შესაძლო დეფიციტთან არის დაკავშირებული ძალიან კარგად და სკრუპულოზურად მივყვებით ფასწარმოქმნის დროს და ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო