კენან ომაროვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან  და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

კენან ომაროვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან  და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან დავით ბუჯიაშვილთან და სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქვემო ქართლში რეგიონულ წარმომადგენელთან თემურ სუყაშვილთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის და პროცესის დინამიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივების დასახვა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „ევროპის დღეები" ფარგლებში გაიმართა.