ქუთაისში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი სარეკრეაციო სივრცე გაიხსნა.

როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდა ახალი საპარკო სკამები, განთავსდა ფანჩატურები.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, სკვერი შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით. გაკეთდა ლაბირინთი, იაპონური კვიდოს ჯიშის ბუჩქებით. სკვერი განათებული იქნება დეკორატიული ლამპიონებით. პროექტი 900 ათასამდე ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა (რგპფ) დააფინანსა. სკვერი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გახსნა.

„მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკმაოდ ვრცელ ფართობზე, რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ სკვერის მოწყობის სამუშაოები და დღეს, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გავხსენით ახალი სკვერი.

ახალი სარეკრეაციო სივრცე ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანზეა მორგებული. აქ გვაქვს როგორც საბავშვო ატრაქციონები, ასევე ფანჩატურები, დასასვენებელი და გასართობი ადგილები. ამ დასახლებაში ეს პირველი ამ ტიპის და მასშტაბის სკვერია და ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

სკვერში შეკრებილი ბავშვებისთვის, რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“, „ნიღბების თეატრის“ და სამხატვრო სკოლის მხარდაჭერით, შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა