ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, 22 მაისს, სკეიტ პარკში, სკოლის კურსდამთავრებულთათვის მიძღვნილი ღონისძიება ,,ბოლო ზარი 2023“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება 15:00 საათზე სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობით გაგრძელდება.
„მოსულ სტუმრებს ადგილზე საუნივერსიტეტო ხეივანი, ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა, კვების ობიექტები, სპორტული აქტივობები დახვდებათ. გაიმართება სკოლის მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობა. ღონისძიებას KILLAGES-ის კონცერტი დახურავს.
შემოგვიერთდით, ერთად მივულოცოთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.