სალომე სამადაშვილი - ახლა უკვე სანქცირებულ ავიახაზებსაც აძლევენ ფრენის ნებართვას - ხელისუფლება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს და კანდიდატის სტატუსის მიღება კრახით დასრულდეს

ახლა უკვე სანქცირებულ ავიახაზებსაც აძლევენ ფრენის ნებართვას - ხელისუფლება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს და კრახით დასრულდეს მცდელობა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კიდევ ერთი კომპანიისთვის, Red Wings-ისთვის ფრენის ნებართვის მიცემას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, უკრაინის მიერ არის სანქცირებული.

სამადაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული ჟესტია უკრაინის მიმართ, ასევე ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება სულ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას.

„ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ამ საოკუპაციო რეჟიმს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღოთ. ყოველდღე კიდევ უფრო შორს მიდიან ევროკავშირის პოლიტიკიდან. ჯერ ამბობდნენ, რომ სანქცირებული ავიახაზები არ იფრენდნენ, ახლა უკვე სანქცირებულ ხაზებსაც აძლევენ ნებართვას. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს არამეგობრული ჟესტია რუსეთთან ომის პირობებში მყოფი უკრაინის მიმართ, რომლის პოზიციასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად. ერთი მხრივ, ამით ხელისუფლება ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს და მეორე მხრივ, ქმნის რისკს, რომ კრახით დასრულდეს ჩვენი მცდელობა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“,- განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილი, ასევე, გამოეხმაურა ფრენებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა რომ არასწორია, ამ გადაწყვეტილებების და ევროპული მომავლის დაკავშირება.

„ღარიბაშვილისთვის ეს არის მიღწევა, რადგან ის ასრულებს რუსეთის დავალება, რომელიც საქართველოს იზოლაციაში მოქცევა და ევროკავშირთან ჩამოშორებაა. ეს არის წარმატება რუსეთის, მისი რბილი ძალის გამოყენებით, რუსეთს ჰყავს ჩვენს ქვეყანაში მოკავშირე ხელისუფლება“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო