აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო და ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენს ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას ვულოცავ, ასევე, ცხოვრების მნიშვნელოვანი, დაუვიწყარი ეტაპის დასრულებას და ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის წარმატებები. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ თქვენგანზე დგას. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო და მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, კურსდამთავრებულთა მშობლებს, ყველას, ვინც ჩვენი გამორჩეული ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
უწყების ცნობით, აჭარაში 4500 მოსწავლე ამთავრებს სკოლას. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მიულოცეს.