ირაკლი კობახიძე მიხეილ დაუშვილს - ისე დეტალურად აღწერეთ „ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომ ველოდებოდი საცდელ ზარს გერმანელ პენსიონერთან - სავარაუდო დანაშაულის ჩადენა 2018 წელს დაიწყო, გამოდის, რომ თქვენმა ლიდერმაც იცოდა და ხელს აფარებდა

მართლაც ისე დეტალურად აღწერეთ თქვენ, “ქოლ-ცენტრების“ სქემა, რომ ბოლოს ველოდებოდი ერთ საცდელ ზარს გერმანელ პენსიონერთან, თუმცა გამიცრუვდა იმედი, სიმართლე რომ გითხრათ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მიხეილ დაუშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას წარადგენს.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპულ-ქართული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის ჩადენა დაიწყო 2018 წელს, რა დროსაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია იყო ჯერ შს მინისტრი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი.

კობახიძემ დაუშვილს კითხვით მიმართა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გახარიასაც უნდა სცოდნოდა ამ დანაშაულების შესახებ?

„თქვენი მთავარი არგუმენტი, რატომაც იქმნებოდა ეს კომისია, იყო ის, რომ ხელისუფლების ცოდნის გარეშე ასეთი დანაშაული ვერ იქნებოდა ჩადენილი. მინდა გითხრათ იმ გამოძიების მონაცემები, რომელიც წარმოებს ევროპელ კოლეგებთან ერთად - ამ გამოძიების თანახმად, სავარაუდო დანაშაულის ჩადენა დაიწყო 2018 წელს. მე შეგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის ლიდერი მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით გახდა პრემიერ-მინისტრი. ანუ გამოდის, რომ თქვენი პარტიის ლიდერსაც უნდა სცოდნოდა ეს დანაშაული, თუ როგორ არის ეს ყველაფერი? ანუ გამოდის, რომ თქვენმა ლიდერმაც იცოდა ამ დანაშაულის შესახებ და ხელს აფარებდა ან დუმდა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება