საუკეთესო შეთავაზება Samsung-ის დასაკეც ეკრანიან Galaxy Z Flip4-სა და Fold4-ზე

გახსენი შენი სამყარო Galaxy Z Flip4 და Z Fold4-თან ერთად. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში Samsung-ის დასაკეც ეკრანიან სმარტფონებზე საუკეთესო შეთავაზებები დაგხვდება: თუ 31 მაისის ჩათვლით შეიძენ Galaxy Z Fold4-ს სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, საჩუქრად უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds2 Pro გადმოგეცემა, ხოლო Galaxy Z Flip4-ის შეძენისას კი, Galaxy Buds2-ს მიიღებ. ამასთან, ორივე სმარტფონის შეძენისას მოქმედებს Trade-In აქციაც - შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, გაცვალო უახლეს ფლაგმანზე და მიიღო განსაკუთრებული ფასდაკლება.

ეს შეთავაზებები მოქმედებს მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში. დეტალური ინფორმაცია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორებისა და შეთავაზებების შესახებ, შეგიძლია იხილო ვებ-გვერდზე: Samsung.com/ge.

Samsung Galaxy Z Flip4 - დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის აქსესუარად. დაკეცილ მდგოამრეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე.

Galaxy Z Flip4 ძალიან დაცული სმარტფონია. დაკეცილ მდგოამრეობაში მას ორივე მხრიდან Corning Gorilla Glass Victus+. სმარტფონის IPX8 სტანდარტით არის აღჭურვილი, რაც წყლისაგან დაცვას გულისხმობს. Galaxy Z Flip4-ის ეკრანი დატესტილია 200,000 დაკეცვა გახსნაზე დაკვირვების ქვეშ, რის შემდეგაც მისი მუშაობის მექანიზმში არაფერი შეცვლილა. Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-ია, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.

Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომია 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.

Samsung Galaxy Z Fold4 - არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი . სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6 ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი. როგორც ყველაზე მძლავრ და ინვოაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მომბილურ მოწყობილებების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი

Z Fold4-ში რამოდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამოდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1 რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. მას აქვს S Pen-ის მხარდაჭერა (თავსებადია მხოლოდ S Pen Fold Edition სერიასთან). S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ფოტოებიდან ფრამენტების ამოჭრა, უცხოენოვან ტექსტებში სიტყვების თარგმნა, ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად ქცევა, სრულყოფილი ციფრული ხატვის გამოცდილების მიღება, უფრო სწრაფი ნავიგაცია ინტერფეისში და სხვა.

მოკლედ რომ ვთქვათ Galaxy Z Fold4 წარმოადგენს მობილურ მოწყობილობებში დღეისათვის არსებული ყველზე მძლავრი კომპონენტების ნაკრებს, რომელსაც უნივერსალური დასაკეცი ეკრანი აქვს.

Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომია 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში