ვაჟა სირაძე - პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?!

პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აკავებენ პროტესტის გამო აქციის იმ მონაწილეებს, „რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ“.

„თქვენ რა იცით, რომ არ დაუშავებია?! პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული? დანამდვილებით იძახი, რომ არაფერი დაუშავებია?!- აღნიშნა სირაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სირაძემ აღნიშნა: „დიახ“.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.

პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ. აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი