თელავში აქცია - „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ გაიმართა

თელავში აქცია სახელწოდებით „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, მაშინ როდესაც უკრაინაში ომია და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სხვა მიზნებს ემსახურება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი