ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი შესრულდა. აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის ,,გამშვებ პუნქტთან" ე.წ. აფხაზმა მებაჟემ მოკლა.