რომან გოცირიძე განათლების მინისტრს - ერთ რაიონს „გადაკარით“, პირველკლასელებს აფინანსებსო - თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა, რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ

ერთ რაიონს „გადაკარით“, პირველკლასელებს აფინანსებსო. იმან პირველკლასელები მაინც დააფინანსა და უზრუნველყო 30 სკოლის ფარგლებში, თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა - თქვენ რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ, - ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მიმართა, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სკოლებში უფასო კვების საკითხი არასდროს მოწესრიგდება.

„პრობლემა მინისტრმა დაიყვანა ტექნიკურ საკითხებამდე. თურმე, სკოლაში საჭიროა წყალი, სამზარეულო, სასადილო, კვებითი ნარჩენები რომ იქნება, ამასაც მოვლა უნდა და ა.შ და არ უთქვამს მთავარი პრობლემა, ფული არის თუ არა?! არ არის ფული. ფული რომ ყოფილიყო, შესაძლებელია პატარა ექსპერიმენტი მაინც დაეწყოთ. 2.9 მლრდ იყო შარშან განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება, ეს არის მშპ-ის 2.9%. მთავრობა ორი წლის წინ გვპირდებოდა, რომ განათლება გახდებოდა პრიორიტეტული და მშპ-ის 6% იქნებოდა განათლების ბიუჯეტი, მოიტყუეთ! ერთ რაიონს, რომელმაც ეს კარგი ინიციატივა წამოიწყო, „გადაკარით“ პირველკლასელებს აფინანსებსო. იმან პირველკლასელები მაინც დააფინანსა და უზრუნველყო 30 სკოლის ფარგლებში, თქვენმა ხელისუფლებამ 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა. თქვენმა წინამორბედმა, რომელსაც ვაშლების მინისტრს ეძახდნენ, ორ სკოლაში ვერ დაარიგა ვაშლები. იმას ვაშლების მინისტრს ეძახდნენ, ასე შევიდა ისტორიაში, იმის წინ ექვთიმეს ეძახიან, იმიტომ, რომ მაამებლობისა და მლიქვნელობის ყველა რეკორდი მოხსნა. 2 სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა იმ მინისტრმა, მენეჯმენტს ვერ მოაბით... თქვენ რისი დამრიგებელი ხართ, დროშა ვერ ჩამოგიკიდებიათ და ატმები ვერ დაგირიგებიათ. კეთილი ინებეთ და როცა მოხსენება გექნებათ, ფინანსური დასაბუთება წარმოადგინეთ, როდის რამდენი დაჯდება, რომელ ეტაპზე რომელი სკოლებით იწყებთ, ექსპერიმენტულად იწყებთ თუ არა. თქვენი მოხსენებით ჩანს, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში არასდროს მოხდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა