ტერაბანკმა FMO-სთან 45 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

ტერაბანკისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) თანამშრომლობა გრძელდება. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, ტერაბანკმა ნიდერლანდების განვითარების ბანკთან 45 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. მიღებული დაფინანსება ტერაბანკის პრიორიტეტული სეგმენტების - მცირე და საშუალო ბიზნესისა და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას მოხმარდება.

მხარეებს შორის ახალი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ FMO ტერაბანკისა და საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს.

„ერთ-ერთ გავლენიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, FMO-სთან, თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანია. მიღებული დაფინანსება მოგვცემს შესაძლებლობას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის - მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება გავაგრძელოთ“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის გრძელვადიან ურთიერთობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. ბანკმა FMO-სგან 30 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება გასულ წელსაც მიიღო.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს