ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი სასტუმრო აღჭურვილობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

„ბათუმის ტურისტული გამოფენის ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად იმსჯელეს: თუ რა გამოწვევები აქვს სექტორს კვალიფიციური კადრების კუთხით? რა შესაძლებლობები არსებობს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად? რამდენად ეფექტურია დუალური განათლება და სხვა არსებული პროგრამები, რომელმაც ტურიზმის სფერო პროფესიული კადრებით უნდა უზრუნველყოს?

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, დაცული ტერიტორიები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, ტურიზმის დეპარტამენტები და ასოციაციები იღებენ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი. ტურისტული გამოფენა, რომელიც საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება, დღეს გაიხსნა და 21 მაისს დასრულდება. მასზე დასწრება თავისუფალია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო