ვახტანგ მეგრელიშვილი გომელაურს - კოლეგამ მითხრა, თხოვნა გადმომეცა - ის ქალი, უცნაური ხმით რომ „ლაპარაკობს“ აქციებზე: „მოქალაქენო“ და რაღაც, ნაზი ან მრავალფეროვანი ხმა რომ შევარჩიოთ, ერთი სალომე სამადაშვილის ჩანაწერიც იყოს, არაა პრობლემა

ჩემმა კოლეგამ მითხრა, თხოვნა გადმომეცა თქვენთვის - ის ქალი, უცნაური ხმით რომ „ლაპარაკობს“ (აქციებზე) - "მოქალაქენო" და რაღაც, ან ნაზი ხმა რომ შევარჩიოთ, ან მრავალფეროვანი ხმა რომ შევარჩიოთ, ერთი სალომე სამადაშვილის ჩანაწერიც იყოს, არ არის პრობლემა, რაღაც ასეთი გავაკეთოთ ბატონო ვახტანგ, - ასე მიმართ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან შესთავაზა მინისტრს, რომ აქციების დროს უწყების მხრიდან იყოს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ვალდებული იქნება კომუნიკაციაში იყოს აქციის ორგანიზატორებთან.

"ბოლო აქციების დაშლა ყველაზე "ლაითი" იყო, მე შემდეგი აქციების მეშინია. რაღაც იდეა მომაფიქრდა, წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი რომ ავირჩიეთ, ეს "ქართული ოცნების" და "გირჩის" დამსახურებაა. ჩვენ არასდროს არ გვქონდა იმის საშუალება, რომ კრიზისის დროს გვქონოდა კომუნიკაცია დაპირისპირებულ მხარეებს და გთავაზობთ ასეთ რამეს, შეიძლება თუ არა, რომ თქვენი მხრიდან იყოს ოფიციალური წარმომადგენელი აქციების დროს, რომელიც იქნება ვალდებული, სახალხო დამცველთან ერთად, იყოს კომუნიკაციაში აქციის ორგანიზატორებთან. წესრიგზე შევთანხმდეთ, ვინაიდან სასამართლო არ გვაქვს, რაღაც პრევენცია მოვიფიქროთ იმისთვის, რომ ეს აქციები შედარებით მშვიდად ჩატარდეს და გვქონდეს განმუხტვის საშუალებები. იქნებ გავაფორმალუროთ ეს ურთიერთობა და მომავალში გასაგები იქნება, რომ მსგავსი ინციდენტების დროს ეს მექანიზმი გვაქვს.

ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ თხოვნა გადმომეცა თქვენთვის. ის ქალი, უცნაური ხმით, რომ ლაპარაკობს - "მოქალაქენო" და რაღაც, ან ნაზი ხმა რომ შევარჩიოთ, ან მრავალფეროვანი ხმა რომ შევარჩიოთ, ერთი სალომე სამადაშვილის ჩანაწერიც იყოს, არ არის პრობლემა. რაღაც ასეთი გავაკეთოთ ბატონო ვახტანგ", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო