ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მენეჯმენტი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, დაგვეხმარეო - მე ვრჩები პარტიაში, ვიდრე ამ პარტიის გადარჩენის შანსი არის

ჩემი აზრით, ძალიან უცნაურია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მენეჯმენტი ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს შველოდეს, ახლა როცა ძალიან მძიმე, მთელი რიგი შეცდომების შემდეგ მათ აღმოაჩინეს საკუთარი თავი უმწეო მდგომარეობაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, დაგვეხმარეო, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებს.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მორალურადაც გაუმართლებელია.

„მსგავსი რამ არ მსმენია. მიხეილ სააკაშვილს თავად არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული ქართულ პოლიტიკაში მის ჩართულობასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მისი იქნება, მაგრამ მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ. ჩემი აზრით, ძალიან უცნაურია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მენეჯმენტი ნაცვლად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს შველოდეს, ახლა როცა ძალიან მძიმე, მთელი რიგი შეცდომების შემდეგ მათ აღმოაჩინეს საკუთარი თავი უმწეო მდგომარეობაში, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებენ, რომ დაგვეხმარეო. ამიტომ ეს, ჩემი აზრით, მორალურადაც გაუმართლებელია, თავი, რომ დავანებოთ პოლიტიკურ თვალსაზრისს", - განაცხადა მელიამ.

მან პარტიაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რჩება პარტიაში მანამ, ვიდრე პარტიის გადარჩენის შანსი არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში" სამწუხაროდ არის აზრთა სხვადასხვაობა, პარტია პრაქტიკულად ორად არის გახლეჩილი და ეს გამოიწვია ახალი მენეჯმენტის მხრიდან გადადგმულმა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ გაუაზრებელმა და გაუთვალისწინებელმა ნაბიჯებმა, როდესაც მათ მიიტაცეს ძალაუფლება და ვგულისხმობ არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს, არამედ იმას, რომ რამდენიმე დღეში მათ პარტიის ნახევარი პარტიიდან გაყარეს და ამან გააჩინეს შეუქცევადი პროცესი კრიზისისა.

ამ დროს როდესაც მოწინააღმდეგე ყველაფერს აკეთებს, რომ შებღალოს ქართული სუვერენიტეტი და ღიად პრორუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოში, რა თქმა უნდა, შიდაპარტიული რბილად, რომ ვთქვათ, გაუთვალისწინებელი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ახალი მენეჯმენტის მხრიდან, არავითარ შემთხვევაში არ წაადგება ოპოზიციურ მოძრაობას და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი. დღეს ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ გვეამაყა დემოკრატიული მმართველობით პარტიაში, სამწუხაროდ, მივიღეთ ჩრდილოვანი მმართველობის მოდელი. მე ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ბევრ რამეს ხედავს ცხადად, მე ვრჩები პარტიაში, ვიდრე არის შანსი ამ პარტიის გადარჩენის", - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო