ნიკა მელია - მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები ყვარელში არიან, წყლის ჭავლის მანქანა მოჰყავთ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი არ შედგეს - ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები!

გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი ოკუპანტები არიან, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, “გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და უკრაინა”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ყვარლის ტბასთან“ განაცხადა, სადაც სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც მელია აცხადებს, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილის გამართვის საშუალება არ უნდა მისცენ.

„დილის 5 საათისთვის, მეგობრებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, ვიდრე პოლიციის მობილიზაცია მოხდებოდა, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლეს და აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სიმართლე გითხრათ, გუშინ, როცა აქციაზე მყოფმა ეს ინფორმაცია მივიღე, სადღაც კიდევ არ მინდოდა დამეშვა, რომ აქ არიან და აქ აპირებენ ტაშ-ფანდურს ტერორისტული სახელმწიფოს, პუტინის მარჯვენა ხელის [ოჯახის წევრები], რომელიც ავტორია 2008 წლის ქართველების ხოცვა-ჟლეტის, დღეს კი, უკრაინელების. ნაწილი მათი დასავლეთის მიერ დასანქცირებულია.

ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“. ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო - შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ვინ იყო პოზნერი, არავინ იყო. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს“, - განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან“.

ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.

მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!

ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს