ქუთაისის მუნიციპალიტეტში სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი „სპორტის პოლიტიკის განვითარება ქუთაისის მუნიციპალიტეტში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქუთაისის მერიაში გაიმართა შეხვედრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებს UNDP-ის მოწვეულმა ექსპერტმა ანატოლი კორეპანოვმა ქუთაისში ჩატარებული კვლევის ანალიზი და შეფასება გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა ქუთაისში სპორტის განვითარების ძლიერი მხარეები და გამოწვევები, დაისახა პრიორიტეტები, მიზნები და კონკრეტული აქტივობები.
მათივე განმარტებით, ქუთაისი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც სპორტის სტრატეგიასა და განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.