ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის აუცილებელი სამუშოები ჩატარდა

კომპანია „რუსთავის წყლის“ ცნობით, წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია, რუსთავის მოსახლეობას წყალი 14:00 საათიდან ეტაპობრივად მიეწოდება.

როგორც კომპანიამ აღნიშნა, "რუსთავის წყალმა" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში მთავარ მაგისტრალურ მილზე აუცილებელი სამუშაოები ჩაატარა.

„ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელებზე ჩატარებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად დადგინდა ქსელზე დაზიანებული მონაკვეთები, შემუშავდა ოპერატიული სამოქმედო გეგმა და ჩატარდა ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები”, - აღნიშნა "რუსთავის წყალმა".

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა მაგისტრალური ქსელის 13 სხვადასხვა მონაკვეთზე, 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში პარალელურად განახორციელეს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო