ზუგდიდში ლოზუნგით - „რუსეთის თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ აქცია გაიმართა

ზუგდიდში ლოზუნგით - „რუსეთის თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ აქცია გაიმართა

„რუსეთის თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება" , "საქართველო არასოდეს გახდება რუსეთის გუბერნია", "მონობა სტუმარ-მასპინძლობა არ არის", - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს ავიარეისები რუსეთიდან.

"მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია " სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით გაიმართა.