აჭარაში 40-მდე დამწყები გიდი გადამზადდა

აჭარაში დამწყები გიდების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 40-მდე დამწყები გიდი გადაამზადა, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. წელს, პირველად, მათ შორის იყვნენ დამწყები თურქულენოვანი გიდები, რომლებზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნაა.

თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა გიდის პროფესიის ძირითადი საფუძვლები, ბათუმის ტურისტული მარშრუტები შეისწავლეს და პრაქტიკა ქალაქის ტურების მიმართულებით გაიარეს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას გიდებთან ერთად სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მიმტანები და ადმინისტრატორები გადიან. ისინი ცოდნას სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით იუმჯობესებენ. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე - http://serviceajara.ge/ უნდა გაიარონ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო