რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა, - “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელი სოციალურ ქსელში წერს.
„ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა!
რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა!
თუმცა, სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მოგვიწევს მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად, ყველგან და ყველას!
ვიბრძოლებთ და ვიზეიმებთ საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელებას!“, - წერს მელია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან წასულია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
„დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.