გიორგი ბოტკოველი - არ მგონია, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი რაიმეს დაჯერებას იმსახურებდეს ქართველი ხალხის მხრიდან -  ისინი არიან ჩვეულებრივი რუსები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მას არ სჯერა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების, რომლის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავებმა საქართველო დატოვეს და შესაბამისად, ისინი სასტუმრო “ყვარლის ტბაზე” ქორწილის მეორე დღეს აღარ აღნიშნავენ.

როგორც ბოტკოველმა სასტუმროსთან განაცხადა, პრეზიდენტი ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დაჯერებას არ იმსახურებს.

“ჯერ, როგორი სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტისგან ვისმენთ იმას, რომ თურმე პრეზიდენტს უთხრა მინისტრმა [ლავროვის ნათესავები] უკვე აღარ არიან საქართველოში. პრეზიდენტმა მანამდე რატომ არ გაგვაგებინა, ხომ იცოდა, როდესაც ისინი საქართველოში შემოდიოდნენ?! ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა და პატრიოტი ადამიანების ფეხქვეშ გათელვა. არ მგონია, რომ ან პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი რაიმეს დაჯერებას იმსახურებდეს ქართველი ხალხის მხრიდან. ისინი არიან ჩვეულებრივი რუსები, რომლებმაც პირდაპირ ორგანიზება გაუწიეს ღონისძიებას, რომელიც 2 დღეა იმართება “ყვარლის ტბაში”, - განაცხადა ბოტკოველმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი გასულია საქართველოდან.

პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიასთან მაინც რჩებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ის მოქალაქეები, რომლებიც სასტუმრო “ყვარლის ტბაზე” სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის გადახდას დილიდან აპროტესტებენ. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო