ლევან ხაბეიშვილი  საგარეჯოს პოლიციაში მივიდა, სადაც ყვარელში აქციაზე დაკავებულთა ნაწილი იმყოფება

"ნაციონალური მოძრაობის" თავჯმდომარე და წევრები საგარეჯოს პოლიციაში მივიდნენ, სადაც სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა ნაწილი იმყოფება.

ყვარელში მიმდინარე აქციაზე ბოლო მონაცემებით, 16 პირი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დააკავეს. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

სასტუმრო "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი იმყოფებოდნენ და ლავროვის სიძის ძმის ქორწილი იგეგმებოდა.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო