საგარეჯოს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საგარეჯოს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლაშა ფარულავა ზაჰესში, წინასწარი მოთავსების განყოფილებაშია გადაყვანილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, გუშინ სიმღერა „მიშა მაგარიას“ გამო, საგარეჯოს პოლიციასთან დააკავეს.

„გუშინ, საგარეჯოს პოლიციასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის ჰიმნი ჩართეს, ასევე ჩართეს სიმღერა „მიშა მაგარია“, რაზეც გაღიზიანდა საგარეჯოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და დაიწყო მოლაპარაკებები, რომ აქციის მონაწილეებს სიმღერა გამოერთოთ, თუმცა უარი მიიღო, რის შემდეგაც სცადა ძალით გამოერთო სიმღერა, რა დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და პარტიის წევრი, გიორგი ლომიძე დააკავეს“, - განმარტავენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

ინფორმაციისთვის, საგარეჯოს პოლიციის შენობასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულები პოლიციის აღნიშნულ შენობაში გადაიყვანეს.

სასტუმროსთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა