მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლების მხრიდან უკანონო და სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა არ დასრულდება - აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდების  გათავისუფლება

ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, - ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შედეგად 19 მაისს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.

დღეს ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ყვარლის ტბასთან მდებარე სასტუმროში ქორწილის გადახდის განზრახვით. ჩემი შექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. მათ დასაშლელად მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და სპეცრაზმი, რომლებმაც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარეს ძალადობრივი ოპერაცია და დააპატიმრეს 17 მონაწილე.

თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო "ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და ლავროვის სიძის ძმის ქორწილი იგეგმებოდა.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს