ლევან იოსელიანი - დაკავებულმა ელენე ხოშტარიამ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პარტია „დროას“დაკავებულმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლები „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულებს განყოფილებებში სტუმრობენ და ამ პროცესში პირველივე წუთიდან ჩართულნი არიან.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში, ჩემი ინფორმაციით, 17-მდე ადამიანი არის დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ. ხოშტარიამ უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ჩვენ ჩვენი უფლებების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ამ პროცესზე ჩვენ მონიტორინგი გავაკეთოთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სრულიად გასაგებია იმ ადამიანების აღშფოთება, რომლებიც მივიდნენ და პროტესტი „ყვარლის ტბასთან“ გამოხატეს.

„როგორც სახალხო დამცველისთვის, მოქალაქისთვის სრულიად გასაგებია ის, რაც მოხდა ამ შეკრების ირგვლივ. იმიტომ, რომ როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგებია იმ ადამიანების აღშფოთება, რომლებიც მივიდნენ და პროტესტი იქ გამოხატეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მან პირობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება“.

მოგვიანებით, კიდევ ერთი აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა საგარეჯოს პოლიციის შენობასთან გამართეს და სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია აქაც დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ საგარეჯოს პოლიციასთან სიმღერა „მიშა მაგარია“ ჩართეს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის