გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ყვარელში გუშინ დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების სასამართლო პროცესი იწყება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ყვარელში გუშინ დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების სასამართლო პროცესი იწყება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, ყვარელში გუშინ დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სასამართლო პროცესი იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში იწყება, ყვარელში აქციაზე დაკავებული პირების - დიმა ჩიქოვანის, ნიკა ნარსია, ტიტე გედენიძე და პარტიის სხვა წევრების სასამართლო პროცესი. შეგახსენებთ, რომ დაკავებულები, გუშინ შუადღისას დააკავეს ყვარელში გამართულ აქციაზე, სადაც აპროტესტებდნენ ლავროვის შვილის ვიზიტს საქართველოში.

ხოლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ლომიძის სასამართლო პროცესი სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გრძელდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე, ძალოვანმა უწყებებმა დღეს გამთენიისას, საგარეჯოს პოლიციასთან, დააკავეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.