თორნიკე რიჟვაძე - შევძელით 2023 წლიდან გაგვეზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულა, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის აპრილის თვეში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს გაიზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2023 წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა.

,,13 წლის სოფიო დოლიძის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. უსაზღვროდ მახარებს, რომ დღეს გოგონა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მოხარული ვარ, რომ შევძელით 2023 წლიდან გაგვეზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში პოსტოპერაციული გამოკვლევების სრულად დაფინანსების შესახებ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 120 000 ლარით, გულის ტრანსპლანტაციას 220 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 235 000 ლარით აფინანსებს. ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ გამოკვლევები.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს