Samsung-ის ტელევიზორები - 17 წელი გლობალური ლიდერის პოზიციაზე

ტექნიკური ექსპერტიზითა და დანერგილი წამყვანი ინოვაციებით, Samsung Electronics უკვე ზედიზედ მე-17 წელია ტელევიზორების წარმოების მიმართულებით, გლობალური ბაზრის ლიდერ პოზიციას იკავებს.

კვლევითი კომპანია „Omdia-ს“ 2023 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასული 17 წლის განმავლობაშო კომპანია N1 პოზიციას იკავებს ტელევიზორების ინდუსტრიაში, რაც მიიღწევა ბრენდის მიერ შემოთავაზებული საუკეთესო ხარისხის ეკრანის გამოცდილებითა და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის შემუშავებით.

კომპანიის უპირობო ლიდერობა დიდწილად Neo QLED სამოდელო ხაზის ტელევიზორების დამსახურებაა, რომელიც კომპანიამ მსოლფიო ბაზარს 2017 წელს შესთავაზა. 2022 წელს Samsung-მა გაყიდა შთამბეჭდავი რაოდენობის - 9,65 მილიონი ერთეული QLED და Neo QLED ტელევიზორები. Samsung ასევე მოწინავეა ულტრა დიდ-ეკრანიანი ტელევიზორების ბაზრის სეგმენტში. 2022 წელს ბრენდს ჰქონდა 36,1% და 42,9% ბაზრის წილი, 75 და 80 ინჩიანი ეკრანის ზომის ტელევიზორების მიმართულებით.

Samsung-მა, თავისი ისტორიის განმავლობაში, ამ მიმართულებით მრავალი ინოვაციური პროდუქტი შექმნა. 2017 წელს, პირველად ინდუსტრიაში, Samsung-მა გამოიყენა კვანტური წერტილების ტექნოლოგია ფერის 100%-იანი მოცულობის მისაღწევად და გამოუშვა ტელევიზორების QLED სერია.

2023 წლის Neo QLED 8K და 4K ტელევიზორები უკვე საქართველოშია. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სამსუნგის ვებ-გვერდზე: Samsung.com/ge, ხოლო მათი შეძენა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და კონტაქტი - მაღაზიათა ქსელებშია შესაძლებელი.

სამსუნგი ზრუნავს თავის მომხმარებელზე და მოუწოდებს შეიძინოს სამსუნგის ტელევიზორი მხოლოდ ოფიციალური პარტნიორებისაგან, რაც საშუალებას მისცემს მათ ისარგებლონ პროდუქტის სრულყოფილი სმარტ ფუნქციონალით, ბრენდის ოფიციალური 2-წლიანი გარანტიითა და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებით; ასევე, თავიდან აირიდონ არაოფიციალურ პროდუქტთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები და ხარვეზები.

2023 წელს, კომპანია აგრძელებს ინოვაციებისადმი ერთგულებას და ქმნის ტექნოლოგიებს, რომლებიც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. SmartThings ტექნოლოგია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სამსუნგის კიდევ უფრო მეტი მოწყობილობა სწრაფად და უსაფრთხოდ დაუკავშირონ ერთმანეთს და გაიმარტივონ ყოველდღიური ცხოვრება.

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!
Super App-ისა და Visa-ს ყოველდღიური გათამაშება დაიწყო