გორის მერმა სოფელ შავშვებში რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან ნიკა ღვინიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ შავშვებში რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ადგილობრივების მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.შენობას, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებდა, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩასტარებია.

„რეაბილიტირებული კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები კეთილმოწყობილ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და შემოქმედებით პროგრამებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახლადაშენებული საქაშეთის საბავშვო ბაღი და ახალდაბაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ დაქირავებულ კერძო სახლში იღებენ სკოლამდელ განათლებას. ახალდაბის შიდა გზის რეაბილიტაცია 1 330 მეტრზეა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრეების, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი