პარლამენტის ბიუროს სხდომა გია ვოლსკისა და თინა ბოკუჩავას შორის კამათით დასრულდა

პარლამენტის ბიუროს სხდომა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავასა და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის შორის შელაპარაკებით დასრულდა.

თინა ბოკუჩავამ, ბიუროს სხდომაზე, ფრაქციის სახელით მათ მიერ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ინიცირებული "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონებში ცვლილებების პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის დაწყება მოითხოვა.

მან კანონპროექტის ძირითადი არსი განმარტა და როგორც განაცხადა, პირებს, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ არიან სანქცირებული და რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.

ამასთან, ბოკუჩავა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოლიტიკური პოზიციით დაინტერესდა.

"რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სანქცირებული პირების ასეთი უკონტროლო შემოსვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ლავროვის შვილი საქართველოში არ უნდა სეირნობდეს!", - განაცხადა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომაზე.

ბოკუჩავას გია ვოლსკიმ მიმართა, რომ მას და მის პოლიტიკურ გუნდს ამ თემაზე საუბრის უფლება არა აქვთ.

"საქართველოში ტანკები შემოუშვით და ამაზე ლაპარაკის უფლებას თავს როგორ აძლევთ?! უკრაინის თემით სპეკულირებას თავი დაანებეთ!", - განაცხადა ვოლსკიმ ბოკუჩავას მისამართით.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნაზე პასუხად კი, პარლამენტის თავმჯდომარემ აქცენტი რეგლამენტსა და პროცედურებზე გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა ბოკუჩავას ურჩია, რომ თუკი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა სურთ, აღნიშნულ საკითხზე წამყვან - იურიდიულ საკუთხთა კომიტეტს მიმართონ, კომიტეტი განიხილავს და თუ საჭიროდ ჩათვლის, კანონროექტს განსახილველ საკითხთა გრაფიკში ჩასვამს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო