დავით გაბაიძემ ქვემო სილეზიის დელეგაციას უმასპინძლა, დღესვე შუახევსა და ტშებნიცას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პოლონელ სტუმრებს უმასპინძლა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის, ტშებნიცას მუნიციპალიტეტის მერიისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

მათივე ცნობით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქვემო სილეზიასა და აჭარას შორის წლების წინ დაწყებული მეგობრული, საქმიანი ურთიერთობები სულ უფრო ფართოვდება და ახალ ფაზაში გადადის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჯერად, შუახევისა და ტშებნიცას მუნიციპალიტეტების დაახლოების მიზნით, გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხალ ბობოვიჩმა და ქალაქ ტშებნიცას მერმა მალგოჟატა მატუსიაკმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისა და აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ, პოლონელი სტუმრები, დავით გაბაიძესთან ერთად, მაღალმთიან აჭარას ეწვივნენ.

„შუახევსა და ტშებნიცას შორის თანამშრომლობა გაგრძელებაა იმ ურთიერთობებისა, რომლებიც აჭარასა და ქვემო სილეზიას წლებია მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ორი მეგობარი რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე.

მისი შეფასებით, ასეთი პარტნიორული ურთიერთობები არ რჩება მხოლოდ ფურცელზე და აქვს ხელშესახები შედეგები განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

საბჭოს ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი, რომელსაც შუახევისა და ტშებნიცას მუნიციპალიტეტების მერებმა ომარ ტაკიძემ და მალგოჟატა მატუსიაკმა მოაწერეს ხელი, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტების დაგეგმარება-განხორციელებას ითვალისწინებს.

„მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დელეგაციის წევრებმა და შუახევის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და ქართველი გმირების პატივსაცემად სიმბოლურად დარგეს ხეები. შუახევისა და ტშებნიცას მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების დაწყების ნიშნად, გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო