ნინო ლაცაბიძე - რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს რამდენიმე პლატფორმა აქვთ და ერთ-ერთი - „მართე შენი ქალაქია“

ნინო ლაცაბიძე - რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს რამდენიმე პლატფორმა აქვთ და ერთ-ერთი - „მართე შენი ქალაქია“

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროექტის – „მართე შენი ქალაქი“ მეოთხე ეტაპი დასრულდა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში, რუსთაველმა სტუდენტმა, ქალაქის მერიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარეს.

მათივე ცნობით, პროექტი „მართე შენი ქალაქი“, ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ რეფორმებს, სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს 60 რუსთაველი ახალგაზრდა გაეცნო.

ნინო ლაცაბიძე, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად, სტაჟირების მეოთხე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა, გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

„რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს რამდენიმე პლატფორმა აქვთ და ერთ-ერთი - „მართე შენი ქალაქია“. ეს პროექტი, ერთი წლის წინ დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ახალგაზრდების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. დღეს პროექტის მეოთხე ეტაპი დავასრულეთ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში ისინი ახლოს გაეცნენ იმ სერვისებს, რასაც მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის აწარმოებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, შეხვედრის დასასრულს, რუსთავის მერმა სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდული პროექტი „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვას და მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკის გაცნობას ისახავს მიზნად.

პროექტში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით ხდება.