ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ.
აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა "ნაციონალური მოძრაობიდან" ახალ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.
კანონროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.