„მეტროპოლი“ - ახალი სიტყვა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე

ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი, სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, „მეტროპოლი“ გამოჩნდა. „მეტროპოლი” პირველი ქართული დეველოპერია, რომელიც ერთდროულად იწყებს საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განვითარებას.

თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და გადატვირთული რიტმის გათვალისწინებით, სახლი თითოეული ადამიანისთვის განტვირთვისა და კომფორტისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა. კომპანიამ საკუთარი კონცეფცია სწორედ ამ ფასეულობებზე დააშენა - „მეტროპოლი“ მაღალი ხარისხის მშენებლობით გამოირჩევა, სადაც კომფორტისა და სიმშვიდისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

როგორც „მეტროპოლის” მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე აცხადებს, „მეტროპოლში“ მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნაა, სადაც თითოეული მომხმარებლის გამოცდილება და საჭიროებები ინდივიდუალურადაა განხილული. სწორედ ამ მიზნით, სამშენებლო კომპლექსის ლოკაციის განსაზღვრის დროს, სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, ყურადღება ეკოლოგიურ გარემოს, ახლომდებარე ობიექტებსა და თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ექცევა“.

„მეტროპოლი“ მშენებლობებს ერთდროულად თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ახორციელებს. გარდა ქალაქის ცენტრალური ადგილებისა, მომხმარებლებს საცხოვრებელ ვილებს, თბილისის შემოგარენში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალ გზაზე შესთავაზებს. მაცხოვრებლების მაქსიმალური კომფორტისთვის, დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი“ გეგმავს ინფრასტუქტურის, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოწყობას. „მეტროპოლს“ უკვე დაწყებული 5 დამოუკიდებელი სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ფართი 520 000 კვ. მ-ია.

როგორც მეტროპოლში განმარტავენ, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტირება მნიშვნელოვანი იქნება ქართული დეველოპერული სექტორის განვითარების თვალსაზრისითაც. 3 წლის განმავლობაში, „მეტროპოლის” ინვესტიცია ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. „ჩვენს ხელში არსებულ კაპიტალს მრავალფუნქციურ, ენერგოეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების, ჯანსაღ და უსაფრთხო საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცეებად ვაქცევთ,“ - აცხადებს მეტროპოლის მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე.

მეტროპოლში“ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, უახლოესი სამი წლის განმავლობაში 400-ს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლი”, მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს სწორი ინვესტირების მოქნილ შესაძლებლობებსა და ინვესტორთა საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს, რაც საბოლოო ჯამში სტაბილური შემოსავალს მოიტანს.

ბათუმის საინვესტიციო პროექტები, კუბი და ოვალი, გააერთიანებს საერთაშორისო 5* სასტუმროს, კონსიერჟ სერვისს, რესტორნებსა და ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ვინოთეკას, ფიტნეს ცენტრს, საცურაო აუზსა და სპა ცენტრს. ასევე, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ აპლიკაციიდან მართონ მათი აპარტამენტები, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სტატუსი, აკონტროლონ შემოსავლები და ხარჯები.

როგორც მეტროპოლში აცხადებენ, კომპანიის მომდევნო 5-წლიანი სტრატეგიაა, გახდეს ერთ-ერთი მოწინავე დეველოპერული კომპანია საქართველოში.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო